ექსკლუზივი: ტვ24-ის აღმასრულებელი დირექტორის, პროფესორი ბადრი ნაჭყებიას ინვტერვიუ ჩინეთის სრულუფლებიან ელჩთან ლი იენთან

  1. ცოტა ხნის წინ, ჩინეთში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შემაჯამებელი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, სადაც პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აბსოლუტურ სიღარიბეზე ჩინეთის გამარჯვება გამოაცხადა. პირველ ყოვლისა, მთელი გულით ვულოცავთ ჩინელ ხალხს. გთხოვთ, გაგვაცნოთ საქმის ვითარება. ჩინეთის მიერ აბსოლუტური სიღარიბის აღმოფხვრა ჩინეთისა და მსოფლიოსათვის რას ნიშნავს?

მადლობას გიხდით ჩინეთის მიმართ ინტერესისთვის და ჩინელი ხალხისადმი მილოცვისთვის. როგორც აღნიშნეთ, 25 თებერვალს ჩინეთში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შემაჯამებელი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, სადაც პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ჩინეთის მიერ სიღარიბის აღმოფხვრის ბრძოლაში სრული გამარჯვების შესახებ განაცხადა. დღევანდელი სტანდარტების თანახმად, 98.99 მილიონმა სოფლად მოსახლემ სიღარიბის ზღვარი გადალახა, 832 დაბამ და 128 000 სოფელმა სიღარიბეს თავი დააღწია და ამ სტატუსისგან განთავისუფლდა, რეგიონულ დონეზე სიღარიბის პრობლემა მოგვარდა, ჩინეთმა უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის რთულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა და გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგით გათვალისწინებული სიღარიბის აღმოფხვრის მიზანი 10 წლით ადრე განახორციელა.

ჩემი აზრით, ჩინეთის მიერ დიდი ჯაფით მოპოვებული ეს წარმატება სამ რამეს შეგვიძლია მივაწეროთ. პირველ რიგში, ეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მტკიცე ხელმძღვანელობის დამსახურებაა; მეორე – ხალხზე ორიენტირებული განვითარების კონცეფცია და საერთო კეთილდღეობის გზაზე ურყევი სვლა; მესამე – სიღარიბის მიზნობრივი დაძლევა და შესაბამისი სტრატეგიის დაცვა, მეთოდების განვითარებით სიღარიბის წყაროს აღმოფხვრა, სიღარიბის დასაძლევად ჩინური სპეციფიკის შესაბამისი გზების პოვნა.

სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებამ არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებასა და პროგრესს შეუწყო ხელი და მისი მდგრადი განვითარების პერსპექტივები გააფართოვა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ განვითარებასა და საერთაშორისო დონეზე სიღარიბის შემცირებაში, თან მსოფლიოს სხვა განვითარებად ქვეყნებს სუვერენულად და დამოუკიდებლად მდგრადი განვითარების მიღწევის კიდევ ერთი ვარიანტი აჩვენა. ჩინეთის მიერ სიღარიბის დაძლევაში მიღწეული შედეგები მსოფლიოსაც ისევე ეკუთვნის, როგორც ჩინეთს. ჩინეთი მზადაა განაგრძოს თანამშრომლობა განვითარებად ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რათა გაუზიაროს სახელმწიფო მმართველობისა და სიღარიბის დაძლევის კუთხით დაგროვილი გამოცდილება, ხელი შეუწყოს “სარტყელისა და გზის” მშენებლობას, ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის განხორციელებას და “საერთო მომავლის მქონე საზოგადოების” ჩამოყალიბებას.

  1. ცოტა ხნის წინ, სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრება და ჩინეთის სახალხო პოლიტიკურკონსულტაციური საბჭოს ყოველწლიური სესიები (.. „ორი სესია“) წარმატებით ჩატარდა. რა ინფორმაციას გაუზიარებთ ჩვენს მკითხველებს წლევანდელორ სესიასთანდაკავშირებით?

სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრება და ჩინეთის სახალხო პოლიტიკურ-კონსულტაციური საბჭოს ყოველწლიური სესიები ჩინეთის სახალხო პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშნელოვანესი მოვლენაა. წლევანდელი „ორი სესიის“ უმნიშვნელოვანესი ამოცანა ნაციონალური ეკონომიკისა და სოციალური განვითარების „მე-14 ხუთწლიანი“ გეგმისა და 2035 წ. გრძელვადიანი მიზნების პროგრამის განხილვა და დამტკიცება იყო. ეს სახელმძღვანელო დოკუმენტია, რომელიც მომდევნო ხუთი წლისა და უფრო ხანგრძლივ პერიოდში ნაციონალური ეკონომიკისა და სოციალური განვითარების სახელმძღვანელო პრინციპებს განსაზღვრავს. ჩინეთი სოციალისტური მოდერნიზაციის გზაზე განვითარების ახალ ეტაპს იწყებს; იგი განვითარების ახალ კონცეფციას განახორციელებს, რომელიც ინოვაციას, კოორდინაციას, ეკოლოგიას, გახსნილობასა და გაზიარებას ეფუძნება; იგი “ორმაგ ციკლზე” დაფუძნებულ ახალი განვითარების მოდელს შექმნის, სადაც შიდა ციკლი მთავარი ძალა იქნება და შიდა და საერთაშორისო ციკლები, ანუ ბაზრები ურთიერთსტიმულირებას მოახდენენ; იგი უფრო მაღალ დონეზე განახორციელებს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს და საგარეო გახსნილობის პოლიტიკას.

დღეს სიტუაცია მსოფლიოში არამდგრადი და ცვალებადია. ასეთ ვითარებაში, ჩინეთის მიერ განვითარების ახალი გეზის აღება მსოფლიოს განვითარების უზარმაზარ შესაძლებლობებს მოუტანს. ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა, იგი 130-ზე მეტი ქვეყნისა თუ რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბაზარს წარმოადგენს. მომავალში ჩინეთი გააგრძელებს საგარეო გახსნილობას, პრაქტიკული ქმედებებით ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციასა და ოპტიმიზაციას, მაღალი სტანდარტის თავისუფალი ვაჭრობის ზონების გლობალურ ქსელს შექმნის, უცხოურ ინვესტიციებზე შეზღუდვების სიას კიდევ უფრო შეამოკლებს, ხელს შეუწყობს მომსახურების ინდუსტრიის თანმიმდევრულ გახსნას, მტკიცედ დაიცავს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, სხვა ქვეყნებს გაუზიარებს ჩინეთის დიდ, გახსნილ ბაზარსა და ახალ შესაძლებლობებს, გააგრძელებს გლობალიზაციის აქტიურად მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნას.

  1. წლევანდელიორი სესიისფარგლებში, სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრებამ ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გთხოვთ, გაგვაცნოთ საქმის ვითარება.

1997 წელს ჰონგ კონგის დაბრუნების შემდეგ, ჩინეთის ცენტრალური მთავრობა კონსტიტუციისა და ჰონგ კონგის ძირითადი კანონის მკაცრი დაცვით  მოქმედებს, თანმიმდევრული და დაბალანსებული მონაწილეობის პრინციპის დაცვით სტაბილურად უწყობს ხელს ჰონგ კონგის დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის განვითარებას. “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა”, “ჰონგ კონგს მართავენ ჰონგ კონგელებს”, მაღალი დონის ავტონომია – ყოველივე ეს სრულად ხორციელდება და დემოკრატიული განვითარების მიღწევები დღესავით ნათელია. ამასთან, ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ამჟამინდელ საარჩევნო სისტემაში აშკარა ხარვეზებია, რითაც გარკვეული ძალები მარჯვედ სარგებლობენ. წლევანდელ „ორ სესიაზე“ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების შესახებ, რომლის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ინსტიტუციურად “ჰონგ კონგი მართონ პატრიოტებმა”, რაც ძლიერი გარანტია იმისთვის, რომ “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა” სწორი მიმართულებით განვითარდეს.

სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრება, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ჩინეთის კონსტიტუციითა და ჰონგ კონგის ძირითადი კანონით მინიჭებულ უფლებებსა და მოვალეობებს ახორციელებს. კრებამ კონსტიტუციურ დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების შესახებ, რაც მსოფლიოში გავრცელებულ საყოველთაო პრაქტიკას შეესაბამება, ამ გადაწყვეტილებას მყარი პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი აქვს და მისი კომპეტენცია ეჭვს არ იწვევს. ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება დროის კვალდაკვალ განვითარებას ნიშნავს და იგი ხელს შეუწყობს ჰონგ კონგის დემოკრატიული სისტემის სტაბილურ წინსვლას და ჰონგ კონგის საზოგადოების საერთო და ფუნდამენტური ინტერესების უკეთ დაცვას. ჩინურ მხარეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ბოლომდე დაიცვას “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა”, “ჰონგ კონგს მართავენ ჰონგ კონგელები”, მაღალი დონის ავტონომია, “ჰონგ კონგს მართავენ პატრიოტები”. დარწმუნებული ვარ, ქვეყნისა და ჰონგ კონგის პატრიოტების ერთობლივი ძალისხმევით, ჰონგ კონგს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნება.

  1. მე, პირადად სინძიანის უიგურთა ავტონომიურ რაიონში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ყოველ ჯერზე განცვიფრებული და ნასიამოვნები ვრჩები იქაური განვითარებით და ცვლილებებით და დღეს საზოგადოებაში არსებული სტაბილურობითა და ერთიანობით. თქვენი აზრით, რა არის სინძიანის დღევანდელი წარმატების ძირითადი მიზეზი?

სინძიანის პროვინცია ყველაზე დიდი ადმინისტრაციული რაიონია ჩინეთში. ეს არის ვრცელი მხარე, ბრწყინვალე პეიზაჟებით, ნაწარმით, არომატული ხილითა და ბაღჩეულით, ჩინეთსა და უცხოეთშიც საქვეყნოდ ცნობილი ტურისტული კურორტებით მდიდარი ადგილი. ამჟამად სინძიანის საზოგადოება ჰარმონიული და სტაბილურია, ეკონომიკა მდგრადად ვითარდება, ხალხი მშვიდად და წყნარად ცხოვრობს და შრომობს, რაიონის ისტორიაში კეთილდღეობისა და განვითარების საუკეთესო პერიოდი დგას. ეს ჩინეთის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი პოლიტიკის წარმართვასა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ერთობლივ ძალისხმევასთან მჭიდრო კავშირშია.

გასული საუკუნის 90-იანი წლებში, საერთაშორისო რელიგიური ექსტრემიზმის ზეგავლენით, სინძიანში ეთნიკური სეპარატისტული ძალები, რელიგიური ექსტრემისტული ძალები და ძალადობრივი ტერორისტული ძალები, ე.წ. „სამი ძალა“ გაჩნდა, სინძიანსა და სხვა ადგილებში ათასობით სისხლიანი ტერორისტული და ძალადობრივი ინციდენტი მოხდა. სინძიანში სტაბილურობისა და განვითარების შენარჩუნებისა და ქვეყნის მასშტაბით ყველა ეთნოსის ხალხის სიცოცხლის უკეთ დაცვის მიზნით, ჩინეთის მთავრობამ კანონის შესაბამისად პრევენციული კონტრტერორისტული და დერადიკალიზაციის ზომები მიიღო. ამასთან, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებასთან კოორდინირებით მტკიცედ ებრძვის ტერორისტულ ძალებს, ყოველ ღონეს ხმარობს ტერორიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის წარმოშობისა და გავრცელების ნიადაგისა და პირობების აღმოსაფხვრელად, რითაც სინძიანში მცხოვრები ყველა ეთნოსის მოწონება და გულწრფელი მხარდაჭერა დაიმსახურა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სინძიანში ძალადობრივი ტერორისტული ინციდენტი აღარ მომხდარა, სოციალური წესრიგი დასტაბილურდა და მუდმივად უმჯობესდება.

სინძიანში ეკონომიკურ-სოციალური განვითარებისა და ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების კუთხითაც უპრეცედენტო შედეგები იქნა მიღწეული. 2014 წლიდან 2019 წლამდე სინძიანის მშპ წლიურად საშუალოდ 7,2% -ით იზრდებოდა, რაც ქვეყნის მშპ-ს ზრდის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. კოვიდ-19 ეპიდემიის მიუხედავად, 2020 წელს სინძიანის რაიონის მშპ-ს ზრდამ წინა წელთან შედარებით 3.4% შეადგინა, რაც მთელი ქვეყნის მაჩვენებელზე 1.1%-ით მეტია. სინძიანი სურსათისა და ბამბის უმსხვილესი მწარმოებელია ქვეყანაში, ამიტომ სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და მაღალეფექტური, წყლისდამზოგი ირიგაციის კუთხითაც მოწინავეა. 21 სამოქალაქო აეროპორტი და ჩქაროსნული ავტომაგისტრალი სინძიანის ყველა ოლქსა და ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს, სოფლების დამაკავშირებელი გზების 99.74% ერთმანეთს უერთდება, ხოლო რკინიგზა 5959 კმ. მანძილზე ოპერირებს.

სინძიანი ჩინეთის დასავლეთისკენ გახსნილობის პლაცდარმია. ამასთან, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მონაწილეა. ეპიდემიის დასრულების შემდეგ, გაგვიხარდება თუ უფრო მეტი ქართველი ესტუმრება და დაათვალიერებს სინძიანს, პირადად გამოცდის რაიონის რეალურ განვითარებას და თვალწარმტაცი, აყვავებული და სტაბილური სინძიანით დატკბება.