უკრაინის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მადრიდის აეროპორტში ვოლოდიმირ ზელენკისის პირადად ესპანეთის მეფე, ფელიპე VI დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდება, რომელთან ერთადაც, სავარაუდოდ ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.