ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7847 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7680 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0295 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0058 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0865 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 29 მაისს შევა ძალაში.

სებ-მა, ლარის კურსის შესანარჩუნებლად, დღეს აუქციონზე $48 700 000 გაყიდა.