ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რომან გოცირიძე: არ მგონია რეფერენდუმი შედგეს - რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს პრემიერი ხელს პრეზიდენტს

მე არა მგონია რეფერენდუმი შედგეს, თუნდაც იმის გამო, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ქვეყნის ნაწილი კი ოკუპირებულია, - ასე ეხმიანება „ევროოპტიმისტების” დეპუტატი, რომან გოცირიძე პრეზიდენტის ახალ ინიციატივას.

გარდა ამისა, გოცირიძის თქმით, რეფერენდუმს სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანხმობა, რაც შეუძლებელია, რადგან რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს.

1სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს დღეს პოლიტიკაში. ინიციატივა პოლიტიკურ ქარტიასთან დაკავშირებით სწორია და მთლიანად ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება რეფერენდუმს - ეს რთულია, რადგან რეფერენდუმს სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან რეფერენდუმში დასმული კითხვა კონსტიტუციაშია უკვე ასახული. ჩვენ გვინდა ევროპა, ეს პლებისციტით დადასტურდა და ასევე კონსტიტუციაში არის. მე არა მგონია რეფერენდუმი შედგეს, თუნდაც იმის გამო, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია. გარდა ამისა, რეფერენდუმს სჭირდება თანახელმოწერა ანუ პრემიერ-მინისტრის თანხმობა, რაც შეუძლებელია. რეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. მისი განმარტებით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა.