ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თეონა აქუბარდია „ოფშორების კანონზე“: ივანიშვილს სჭირდება შავი ფული იმისთვის, რომ დასავლური ფული ჩაანაცვლოს

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცის, რომ ამერიკული სანქციები გარდაუვლად მოხვდება მას და მის 84 დეპუტატს და თავს იცავს იმით, რომ ოფშორებიდან ფულის გადმოტანას დაიწყებს საქართველოში ისე, რომ ერთ თეთრს არ გადაიხდის.

მისივე თქმით,  მან ძალიან კარგად იცის პანამას სასამართლო, სადაც მათ შორის მისი კომპანიების საკითხიც განიხილება.

„პანამას დოკუმენტების საფუძველზე. მან ძალიან კარგად იცის, რომ წელს 139 ქვეყანაში მოხდება დაბეგვრა იმ ფულის, რომელიც აქამდე არ იბეგრებოდა ოფშორებში და მან ძალიან კარგად იცის, რომ რეგულაცია იწყება ოფშორების და მას სჭირდება შავი ფული, მათ შორის იმისთვის რომ დასავლური ფული ჩაანაცვლოს და ამით ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამიტომ რუსულ კანონთან სინქრონში მიდის ამ კანონის ვეტოს დაძლევაც“,- განაცხადა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, ამ კანონს თან არ მოყვება იმ საფრთხეების ანალიზი, რომელიც მისი მიღების შემდეგ დადგება და ეს ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ რისკები არსებობს არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ რუსული შავი ფულის.

პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს, პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83 ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს.