ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„ოცნების დეპუტატები“ „აგენტების კანონზე“: არა თუ სწორი, არამედ აუცილებელიც იყო მისი მიღება

პარლამენტმა 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე„აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უმრავლესობის წევრები აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფასებენ და ამბობენ, რომ ის არა თუ სწორი, არამედ აუცილებელიც იყო.

მათივე თქმით, თუ კანონის მიღების გამო, ამერიკა და ევროკავშირი საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედავს, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს და ვერც საფრთხეებს ხედავენ, მეტიც, თვლიან, რომ კანონპროექტის ჩაგდება უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ქვეყანას, ენჯეოების და ქვეყნის გადატრიალების სახით.