ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

დავით კეზერაშვილის ცოლის ძმას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, ორი პირი თავს დაესხა.

ჩიქოვანის თქმით, ის შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა. 

„მარტო ვიყავი სახლის კარებთან. ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. ქართული ოცნების მშიშარა „ტიტუშკები“ ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რუსული კანონი, ეს უკვე მოქმედებაშია და ვერაფერი შეაჩერებს ქართველ ხალხს", - განაცხადა ჩიქოვანმა „ფორმულასთან“ ჩართვაში.