რუსეთმა ხარკოვის ოლქში, ბალაქლია დაბომბა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"1 ივნისს მტერმა ისკანდერ-K სარაკეტო კომპლექსიდან კერძო სექტორის ტერიტორიაზე მდებარე დასასვენებელ ზონას შეუტია. ცეცხლი კერძო სახლებში გაჩნდა. დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. რუსების მხრიდან ხარკოვის ოლქის დაბომბვის საფრთხე კვლავ მაღალია. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს", - წერია ხარკოვის პოლიციის მიერ ,,ტელეგრამზე" გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები, მათ შორის 8 ბავშვი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.