ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოფირ ფალკის განცხადებით, ნეთანიაჰუ ბაიდენის მიერ ღაზაში ომის დასასრულებლად წარდგენილ გეგმას დათანხმდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ღაზაში ომის დასასრულებლად წარდგენილ გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნეთანიაჰუს მრჩეველმა, ოფირ ფალკმა განაცხადა.

ამასთან, ფალკის თქმით, გეგმა ხარვეზებს შეიცავს და გაცილებით მეტ სამუშაოს საჭიროებს.

„ძალიან ბევრი დეტალია, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. ისრაელის პირობები, მათ შორის მძევლების გათავისუფლება და „ჰამასის“, როგორც გენოციდური ტერორისტული ორგანიზაციის განადგურება - არ შეცვლილა“, – განაცხადა ოფირ ფალკმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.