ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

,,აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეები ორბელიანების სასახლიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მარშით მიემართებიან

,,აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეები ორბელიანების სასახლიდან რესპუბლიკის მოედანზე მარშით მიემართებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: ,,თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", ,,საქართველო". აქციის ორგანიზატორია ,,პირველი მერცხალი".

რესპუბლიკის მოედანზე კი 21:00 საათზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი მუსიკოსები საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად იმღერებენ.

პარლამენტმა ,,აგენტების კანონპროექტზე" პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. ვეტოს დაძლევას „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.