ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოლაფ შოლცი პუტინს: ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ ინჩს

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, მოსკოვისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ალიანსი მზად არის დაიცვას თავი საჭიროების შემთხვევაში, NATO-ს ნაბიჯი კი აღმოსავლეთის საზღვრის გაძლიერებისკენაა მიმართული.

ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე, შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ ბალტიისპირეთში ალიანსის გაძლიერების კუთხით წამყვანი როლი ითამაშა.

"იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე განგრძობადია, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა გასულ წელს გადავწყვიტეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებითი შენაერთები განგველაგებინა, მომავალში კი გვსურს მთელი ბრიგადა განვალაგოთ", - აღნიშნა შოლცმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების პოლიტიკის ასეთი შემობრუნება აუცილებელია, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ NATO-ს ტერიტორიის დასაცავად მზად არიან.

„უსაფრთხოების პოლიტიკის ეს შემობრუნება აუცილებელია, რათა დავანახოთ რუსეთს: ჩვენ მზად ვართ დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი კვადრატული ინჩი თავდასხმებისგან“, - აღნიშნა შოლცმა.