ეს პროტესტები არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები, ახალგაზრდები უზარმაზარ საქმეს აკეთებენ მომავლისთვის,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა საქველმოქმედო აქცია-კონცერტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიზანი ,,აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა.
მისივე თქმით, არავის არ უნდა ეგონოს, რომ კონცერტი პროტესტის ენერგიას აკნინებს.
“პროტესტის მხარდაჭერის ეს ფორმა ეფექტურია და კარგი. არავის ეგონოს, რომ ეს კონცერტი აკნინებს პროტესტის ენერგიას, პირიქით, ეს მითითებაა, რომ პროტესტი დემოკრატიულია და მშვიდობიანი.
კანონი მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაანახონ ამომრჩეველს მათ ძალა აქვთ და არავის ეპუებიან”, - აღნიშნა წერეთელმა.
რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტი ,,მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის" მიმდინარეობს.