Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ფილიპინებს ეწვია, სადაც ქვეყნის პირველ პირს, ფერდინანდ მარკოსს შეხვდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფილიპინელ კოლეგას შვეიცარიაში დაგეგმილი უმაღლესი დონის „სამშვიდობო სამიტში“ მონაწილეობისთვის, რადგან მისი შეფასებით, ეს მხარდაჭერის ძლიერი გამოხატულებაა ომში გახვეული ქვეყნისთვის.
ზელენსკიმ პირადად საუბრისას ფერდინანდ მარკოსს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის „ერთმნიშვნელოვანი პოზიციისთვის უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიმდინარე საოკუპაციო და ტერორისტული ქმედებების საპასუხოდ".
ფილიპინების პრეზიდენტმა უკრაინის პირველ პირს პირობა მისცა, რომ უკრაინას ყოველთვის შეუძლია ჰქონდეთ მისი ქვეყნისა და ხელისუფლების იმედი.