ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თამარ კორძაია: „ქართული ქარტია” არის ქართველი ხალხის შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, „ქართული ქარტია” არის ქართველი ხალხის შეთანხმება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

როგორც მან ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია ერთობით და კოალიციურად.

„ქარტია ადასტურებს ერთ რამეს, რომ საქართველოს მოქალაქეები წარმოდგენილი ვართ პარლამენტის წევრების სახით, პოლიტიკური პარტიების სახით და რაც მთავარია, საქართველოს პრეზიდენტის სახით, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას ფასილიტაცია გაუწიოს და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია ერთობით და კოალიციურად, ვინც ქარტიას ხელს ვაწერთ, მზად ვართ შევათანხმოთ და ისე დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი”,- განაცხადა კორძაიამ.

კორძაია თქმით, „ქართულ ქარტიაში“ არის საკითხები, რაზედაც კითხვები არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების შესრულებაა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები გაუხსნან.

„არის საკითხები, რაზედაც შესაძლოა, კითხვები არსებობდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პროფესიონალები მოიძებნებიან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებშიც და კვალიფიციური ადამიანები უნდა მოვიდნენ მართვის სადავეებში. მეორე, შეიძლება რაღაც პუნქტი ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია: ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და იმ ნაბიჯების შესრულება, რომლებიც ჩვენ გვევალება იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგვეხსნას ევროკავშირთან”,- განაცხადა კორძაიამ.