ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერეს. ხელმოწერის პროცედურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქარტიას სულ 18-მა პარტიამ და 4-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.
ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა:
საქართველოს მწვანეთა პარტია - გია გაჩეჩილაძე
სამართლიანობისთვის - ეკა ბესელია
დროა - ელენე ხოშტარია
გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ ჯაფარიძე
ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია
კანონი და სამართალი - თაკო ჩარკვიანი
ლელო საქართველოსთვის - მამუკა ხაზარაძე
ახალი - ნიკა მელია
მოქალაქეები - ქეთევან თურაზაშვილი
ანა დოლიძე ხალხისთვის - კახაბერ დვალიშვილი
თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა - ირაკლი ჯამბურია
სტრატეგია აღმაშენებელი - პაატა მანჯგალაძე
ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია
რესპუბლიკური პარტია - დავით ბერძენიშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თინა ბოკუჩავა
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე
ეროვნულ - დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა
დამოუკიდებელი დეპუტატები:
ნატო ჩხეიძე
როსტომ ჩხეიძე
თამარ კორძაია
ხატია დეკანოიძე
არმაზ ახვლედიანი
დღეს ცნობილი გახდა, რომ ქარტიას ხელს არ მოაწერს გახარიას პარტია „საქართველოსთვის”. ასევე, პრეზიდენტის ინიციატივას არ უერთდება „გირჩი” და ლეიბორისტული პარტია
პრეზიდენტმა „ქართული ქარტია“ 26 მაისის ღონისძიებაზე წარადგინა. ეს არის გეგმა, რომლის ირგვლივაც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.