დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. როგორც „პოლიტიკო“ წერს, პირველი ქვეყანა ესტონეთია, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება დღეიდან აქვთ.
ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად 6 ივნისს იწყება და 9 ივნისის ჩათვლით გრძელდება, თუმცა ესტონეთის მოსახლეობისთვის ხმის მიცემის პროცესი დღეს, დილის 9:00 საათიდან დაიწყო.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 11:30 საათისთვის ხმა დაახლოებით 5000-მა ადამიანმა მისცა.
მომავალ ევროპარლამენტში ესტონეთს 720-დან 7 ევროპარლამენტარი ეყოლება.