ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზურაბიშვილი: ევროპელები და ამერიკელები ამბობენ - „ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა“ და  რუსები ამბობენ -„კარგად იქცევით, ბიჭებო”

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის მიღება გამართა და მათ სიტყვით მიმართა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანა არჩევანის წინაშე დგას, ან აღვადგენთ ევროპულ გზას, ან წავალთ იმ მიმართულებით, რაც ოკუპანტ ქვეყანასთან გვაახლოებს.

„რუსული კანონის მიღებამ ძალიან შეცვალა, სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა იმ დღიდან, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი, ევროპელები თუ ამერიკელები, მთელი დასავლეთი და ყველა ორგანიზაცია, ყველამ დაგმო ეს კანონი და თქვა, რომ ამას ადგილი არ აქვს ევროპაში და ამ კანონით ვერ მიგიღებთ. ამაზე ნათელი გზავნილი არა მგონია, რომ საქართველოს ოდესმე მიეღოს, მაგრამ ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა და ეს პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ - ან-ან-ის საკითხი დადგა. ან აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომელზედაც ვიდექით ისე თუ ასე, ხან ჩქარა, ხან ნელა, მაგრამ ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სულ სხვა მიმართულებით, კოლაბორაციონიზმი დაარქვით, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ეს არის სხვა მიმართულება, რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც სხვათა შორის, ძალიან აფასებს ყველა განცხადებას და ყველა ნაბიჯს მიღებულს მმართველი გუნდის მიერ. ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო. ასე რომ, მე მგონი ნათელი არჩევანი დგას, ევროპული გზის გადარჩენის. ეს არ იქნება " - აღნიშნა პრეზიდენტმა.