აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე „აგენტების კანონის“ გამო, „ქართული ოცნების“ წევრთა სანქცირებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მილერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს შეშფოთებებს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით და თქვა, რომ საქართველოს მთავრობის ქცევები აშშ-სთან ურთიერთობას სახეს ძირეულად უცვლის და საპასუხო ნაბიჯებს კვლავ განიხილავენ.
რაც შეეხება მილერის პასუხს, თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ ის სანქციებს არ მოელის, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა „ოცნებას“ შეახსენა, რომ გასულ დღეებში ახალი სანქციების პოლიტიკა უკვე გამოაცხადეს, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ დაუსახელებიათ.
„ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი სანქციების პოლიტიკა. ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. აქ შევჩერდები, თუმცა ცხადად ვთქვით, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“, - თქვა მილერმა.
მანამდე კალაძემ განაცხადა, რომ პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს და არც იმას ელოდება, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ, რომ არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოექცნენ.