ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სალომე ზურაბიშვილი 11 ივნისს ახალგაზრდებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 11 ივნისს ახალგაზრდებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.

მისივე თქმით, მათი როლი იმაში, რომ პროტესტი საზღვარგარეთ გასულიყო, უმნიშვნელოვანესი და ბოლომდე დაუფასებელი იყო. ეს არის ის, რაც მიგვიყვანს არჩევნებამდე და რამაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გამოიწვია.

„იმ 4-5 თვეში, რაც არჩევნებამდე გვაშორებს, ახალგაზრდებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება, რომ ყველაფერში ჩართულები იყვნენ. 1 კვირაში, 11 ივნისს, 8:00 საათზე ახალგაზრდებს შევხვდები და მათ კითხვის ვუპასუხებ. საჭიროა, რომ უფრო კარგად ავუხსნა ის, რაშიც არ იყვნენ აქამდე ჩართული. მათთან კონსულტაციები არ ყოფილა. ისინი სულ სხვა რამით იყვნენ დაკავებულები და მათი როლი იმაში, რომ პროტესტი საზღვარგარეთ გასულიყო, უმნიშვნელოვანესი და ბოლომდე დაუფასებელი იყო. ეს არის ის, რაც მიგვიყვანს არჩევნებამდე და რამაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გამოიწვია. ეს რომ არ ყოფილიყო, ნაკლები ინტერესი და ყურადღება იქნებოდა. ვიქნებოდით იზოლაციაში, რაც არ მოხდა და ერთგვარად ფოკუსში ვართ, დელეგაციები ჩამოდიან, იმის მიუხედავად, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ბევრი სხვა და უფრო დიდი მასშტაბის კრიზისი არსებობს.

დიასპორა და ახალგაზრდები ერთად მილიონ-ნახევარი ხმაა. ახლა თქვენ და ყველამ დაითვალეთ. პირველ რიგში, დაითვალონ იმათ, ვინც ამბობენ, რომ ვერ გავიმარჯვებთ, გააყალბებენ და ამის დაცვას როგორ შევძლებთ. ეს არის მილიონ-ნახევარი, რომელიც აქამდე, პრაქტიკულად, არ იღებდა მონაწილეობს არჩევნებში. ჩვენი მოვალეობა, არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რომ ამ ადამიანებს დავუკარგოთ ნდობა და იმედი, რომ ჩაიქნიონ ხელი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სხვა არაფერი, თორემ ისინი თვითონ მოიტანენ იმ გამარჯვებას, რასაც ევროპაში დაბრუნება ჰქვია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.