ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია ხვალ დაიწყება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია 5 მაისს, 10:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. მისივე თქმით, ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული ორიდან ექვს წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან.

თბილისის მერის ინფორმაციით, საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.