ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯო უისლონის გზავნილი ქართველებს: მე მაქვს თქვენი ერისადმი უდიდესი პატივისცემა და ვიცი, რამდენად მამაცები ხართ

წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი, ჯო უილსონი „ფორმულასთან“ ინტერვიუს დროს ქართველ ხალხზე საუბრობს და ამბობს, რომ მას აქვს უდიდესი პატივისცემა და იცის, რამდენად მამაცი ხალხი არიან ქართველები.

მისი თქმით, ამერიკელი ხალხს თბილი დამოკიდებულება აქვს ქართველი ერისადმი.

„ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი შემდეგია: მე მაქვს თქვენი ერისადმი უდიდესი პატივისცემა და ვიცი, რამდენად მამაცები ხართ. მე ვიყავი თბილისში და ვნახე ეს ულამაზესი ქალაქი, სადაც ვნახე არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ადამიანები. მე ეს ვიზიტი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მქონდა და მე მათი ავღანეთსა და ერაყში ბრძოლისთვის მადლიერი ვარ. ჩემი ბიჭებიც მსახურობდნენ ავღანეთსა და ერაყში და მეუბნებოდნენ, რომ მათ ქართველებთან ერთად მათ გვერდით ბრძოლა უნდოდათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკელი ხალხის თბილ დამოკიდებულებას ქართველი ერისადმი“, ამბობს უილსონი.