ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უილსონი: უნდა დაუწესდეთ სანქციები მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას - განვიხილავთ რთულ ვითარებას

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი, ჯო უილსონი ხელმძღვანელობს.

უილსონმა არაეთი საკითხი განიხილა, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სავიზო აკრძალვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს სანქციების დაწესება მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ახორციელებს რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ".

„მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერ პიროვნებასთან მიმართებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. MEGOBARI Act-ის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებთან და სენატის წევრებთან ერთად, კონგრესმენებთან ერთად უნდა მოხდეს სავიზო შეზღუდვების, სანქციების დაწესება იმათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ასევე, ვინც ახორციელებს რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს ძალისხმევა საქართველოში წამყვან პირებთან არის დაკავშირებული. საჭიროა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს არჩევნებამდე საქართველოში.

MEGOBARI Act-ის კანონპროექტი ხაზს უსვამს უფრო ძლიერ, სიღრმისეულ ურთიერთობებს, რომლებიც საჭიროა დამყარდეს აშშ-საქართველოს შორის. აქ იგულისხმება დახმარების პაკეტებიც, თუ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. მნიშვნელოვანია, ვანახოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას. MEGOBARI Act არის ძალიან ძლიერი აქტი და მივესალმებით ასევე Freedom House-ის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ამ ძალიან რთულ მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოში არის შექმნილი", - თქვა ჯო უილსონმა.