მივიღეთ ცნობები დაშინების შესახებ, სხვადასხვა ადგილიდან სხვადასხვა ხალხთან განხორციელდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები. ვხედავთ ძალადობას, ცემას, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი მოვლენების ადგილი არ არის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.
„სამწუხაროდ, საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში და არა კარგი მიზეზებით. ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ და ეს შეშფოთება გამოითქვა ევროპელი ლიდერების მიერ. მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის დრო კურსის შესაცვლელად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. ჩვენ ბოლომდე ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან ამის განსახორციელებლად. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, ძალადობა, მუქარები“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.