რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი - ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.
ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლების“ გადაცემა „დილის საუბრებში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ უფრო მეტ დეტალს, მისი გადაწყვეტილების შესახებ, საზოგადოება მომდევნო კვირაში შეიტყობს.
„ვთვლი, რომ ახლა მეტი ძალისხმევა უნდა დავხარჯო მე პირადად პოლიტიკურ ბრძოლაში, ვინაიდან მართლაც უმძიმეს განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ჩემი ცოდნაც, ჩემი ენერგიაც, ჩემი გამოცდილებაც და ჩემი კავშირებიც მინდა, მოვახმარო ამ პოლიტიკურ ბრძოლაში საქართველოს ევროპული არჩევანის გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს, რომელიც საბოლოოდ უნდა დაგვირგვინდეს ევროპულ კავშირში გაწევრიანებით“, - განაცხადა გადაცემის დასასრულ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა.