ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მეთიუ მილერი: საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს

არა უმეტეს ორი კვირის წინ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა მოიაზრებს პოტენციურ სანქციებს და სავიზო შეზღუდვებს.

„ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ, ჩვენ გამოვაცხადეთ ურთიერთობების გადახედვის შესახებ გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიღებულ იქნა ეს კანონი. არსებობს რეალური და სერიოზული პოლიტიკური შედეგები, ეს არაა მხოლოდ რიტორიკა. საუბარია იმ დახმარების ოდენობაზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს, დაახლოებით $390 მილიონი დოლარია გათვალისწინებული წინა წლის ბიუჯეტის კანონებში, რომელიც ახლა
განხილვის პროცესშია, ეს ეხება პოტენციურ სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს, რომლის შესახებაც ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ განვაცხადეთ, რის შესწავლასაც ახლა ვახდეთ თუ როდის და როგორ განვახორციელებთ.

ასე რომ ბევრს ნახავთ და გაიგებთ ჩვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს დღეს არ იქნება. სახელმწიფო მდივანი იყო ის, რომელმაც გამოაცხადა პოლიტიკის გადახედვის შესახებ, საბოლოო ჯამში, ამ პროცესს სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენი კოლეგები და თანამშრომლობენ სხვა სააგენტოებთან. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.