ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი რეიტინგი, ეს არის ხოლმე დაახლოებით 60%

რადიკალური ოპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი რეიტინგი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ისტორიულად, 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

„რაც შეეხება ოპოზიციაში შიდა გადაჯგუფებას, შესაკრებთა გადანაცვლებით, როგორც მოგეხსენებათ, ჯამი არ იცვლება ხოლმე, ამიტომ დიდი ინტერესი არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ასეც და ისეც რადიკალური ოპოზიცია განწირულია დამარცხებისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი რეიტინგი, ეს არის ხოლმე დაახლოებით 60%, ყოველ ჯერზე ფიქსირდება ძალიან მაღალი, ისტორიულად ყველაზე მაღალი რეიტინგი 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ დაჯგუფდება, თუ გადაჯგუფდება ოპოზიცია. ასეც და ისეც, ჩვენ ვართ დარწმუნებულნი, რომ გვაქვს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა და იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს,“- განაცხადა კობახიძემ.