ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სტოლტენბერგი: ნატო ყველაზე ძლიერი ალიანსია და რუსეთის მხრიდან მის რომელიმე წევრზე თავდასხმის საფრთხეს ვერ ვხედავთ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრე სტუბთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაზე მათ რუსეთის მხრიდან ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის საფრთხეზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

სტოლტენბერგის თქმით, ნატო მსოფლიო სამხედრო ძალის 50%-ს წარმოადგენს და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალაა.

„რა თქმა უნდა, როდესაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, ისინი ძალების აღდგენას შეძლებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის გარდაუვალ საფრთხეს ვხედავთ, იმიტომ, რომ ნატო მსოფლიო სამხედრო ძალის 50%-ს წარმოადგენს. ნატო ყველაზე ძლიერი ალიანსია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალაა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ფინეთის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზას მისთვის მომზადება წარმოადგენს.

„მაგრამ იდეა, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, როგორმე მსოფლიოში ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსს თავს დაესხმება ან დააშინებს, მე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - აღნიშნა ალექსანდრე სტუბმა.