შეფერხების შემდეგ, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. ის დაახლოებით, 19:45 საათზე გაჩერდა.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროში ძაბვის ვარდნამ საბურთალოს ხაზზე მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
აღნიშნულ ხაზზე სადგურებმა მგზავრთა მომსახურება შეაჩერეს. საჭირო გახდა მეტროსადგურ „წერეთელის“ გვირაბიდან მგზავრების გამოყვანა.
ხარვეზის გამოსწორებისა და მგზავრთა გამოყვანის შემდეგ, ყველა სადგური გაიხსნა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.