ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

წულუკიანი აშშ-ის სანქციებზე: სამწუხაროდ, ეს არის მორიგი შეცდომა, მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აშშ-ს მიერ „ქართული ოცნების” წევრებზე, პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცავებსა და კერძო პირებზე სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანშის გამოცხადებას „მორიგ შეცდომას" უწოდებს.

ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ მორიგი შეცდომის შემდეგ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული.

„შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ეს არის მორიგი შეცდომა. სამწუხაროდ, მათდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის შემდეგ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული. ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ორმხრივ ურთიერთობებში, რათა დადგეს, დღე როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა, ურთიერთობების გადატვირთვა. პირველ რიგში, აშშ-ს ძალიან სჭირდება რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს", - განაცხადა წულუკიანმა.

აშშ-ის სახდეპმა საქართველოში „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.

როგორც სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, სანქციები „ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს და პოლიციელებს შეეხება.