რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. საჰაერო განგაში ღამის 3 საათისთვის გამოცხადდა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.
კიევის საოლქო სამხედრო-ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. მსხვერპლის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.
რუსეთის ძალებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს ხმელნიცკის ოლქსაც. აფეთქებები იყო ქალაქ სტაროკონსტანტინოვშიც.