პოლონეთის ქალაქ პოზნანის ბიბლიოთეკაში ძმები გრიმების დაკარგული ნამუშევრები და ჩანაწერები იპოვეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ეს ჩანაწერები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაკარგულად მიიჩნეოდა. მკვლევრების განცხადებით, ნაპოვნ მასალას შორისაა მწერლების ხელნაწერებიც, რომელიც მათ დაეხმარება უკეთ გაიგონ, როგორ ირჩევდნენ ძმები გრიმები ნაწარმოებებისთვის თემებს.
უნივერსიტეტის მეცნიერები ჩანაწერებს 6 თვის განმავლობაში იკვლევდნენ და იმედოვნებენ, რომ მალე ძმები გრიმების სხვა წიგნებსაც იპოვიან, რომლებიც აქამდე განადგურებულად მიიჩნეოდა.