ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი: ქართველი ხალხი მარიონეტულ მთავრობებს არ დაუშვებს და 26 ოქტომბერს ოპოზიცია საბოლოოდ დასანქცირდება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს მოღალატე ოპოზიციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და  არიან ჩვეულებრივი მარიონეტები უცხო ქვეყნის ხელში.

მისივე თქმით, ყველაზე საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ეს კი ნამდვილად საინტერესოა მთლიან პროცესში. აქ ყველაზე მეტად საინტერესოა არა თავად სავიზო შეზღუდვების ნაწილი, არამედ ოპოზიციის რეაქცია. ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნის ერთი წარბის აწევაზე შეუძლიათ, მთლიანად შეცვალონ ყველაფერი. ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარია არა საკუთარი ქვეყნის ინტერესი, არამედ უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა  სამინისტროს პრესმიდვნის აწეული წარბი და ნათქვამი სიტყვები. ასე არიან სამწუხაროდ ოპოზიციაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საბოლოოდ დაასანქცირებს ამ მოღალატე ოპოზიციას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან, მათი მარტო გვარი და სახელია ქართული, დანარჩენი სხვა – არიან ჩვეულებრივი მარიონეტები უცხო ქვეყნის ხელში. ასეთები იყვნენ სინამდვილეში 2012 წლამდე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. იყვნენ მარიონეტები სხვების ხელში და ახლა არიან მარიონეტები ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი მარიონეტულ მთავრობებს არ დაუშვებს და ოპოზიცია ამიტომაც საბოლოოდ დასანქცირდება 26 ოქტომბერს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.