რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში გამარჯვებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება.
მისივე თქმით, ასეთი იარაღის გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი.
„ასეთი იარაღის გამოყენება შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში – ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში. არ მგონია, რომ ახლა ეს შემთხვევა იყოს. ასეთი საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა პუტინმა.
თუმცა ის არ გამორიცხავს რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანას, რომელშიც აისახება პირობები, როდის იქნება შესაძლებელი ასეთი იარაღის გამოყენება.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში რუსეთს შეეძლო ბირთვული იარაღის გამოცდა, თუმცა ახლა ამის საჭიროება არ დგას.