10 ივნისს, TV 24 საინფორმაციო მაუწყებლობას იწყებს. არხის მთავარი გამოშვება ეთერში 20:00 საათზე გავა, მისი წამყვანები კი ნანა ლეჟავა და იმედა დარსალია არიან.
24/11-ზე, 24/2-ზე, 24/5-ზე, საინფორმაციო გამოშვებას დავით დვალიშვილი წაიყვანს, 24/6-ზე კი - გიორგი ცხვიტავა.
ჩვენი მიზანია ვიყოთ საუკეთესო და ყველაზე სანდო ადგილი ახალი ამბებისთვის.
TV24-ის გუნდის ყველა ჟურნალისტმა იცის, რომ პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია. ჩვენ მოგაწვდით ახალ ამბებს, მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
ჩვენ ვიქნებით ყველა მოვლენის ეპიცენტრში. გვჯერა, რომ TV24-ის, როგორც საინფორმაციო პლატფორმის რეპუტაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ღირებულება, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ უმაღლესი ხარისხის ჟურნალისტიკა.