ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პრეზიდენტი კობახიძეს: ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა

ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის გაცხადებით, მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება და „მამულის“ სიყვარული სხვა არაფერია.

„ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს, ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან (გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა“, - წერს ზურაბიშვილი.