ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ საკუთარი არჩევანი მალტაში გააკეთა.
„მოვალეობა შესრულებულია. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში ჩემი ხმა დავაფიქსირე. გამოიყენე შენი ხმა, თორემ სხვა გადაწყვეტს შენს მაგივრად”, – წერს მეცოლა X-ზე.
მალტაში დღეს საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა 22:00 საათამდე გაგრძელდება. ახალი მოწვევის ევროპარლამენტში მალტას ექვსი წარმომადგენელი ეყოლება.
Duty done 🗳️
— Roberta Metsola (@EP_President) June 8, 2024
I have just voted in the #EUelections2024.#UseYourVote or others will decide for you. pic.twitter.com/PRDBQrucLS