გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა, - ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებს.
როგორც გახარია განმარტავს, ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია.
„ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.
მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით. გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა“, - წერს გახარია სოციალურ ქსელში და ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს.