39 წლის პოლონელ მამაკაცს, რომელიც 7 ივნისს კოპენჰაგენში დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს თავს დაესხა, 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ „როიტერი“ დანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
პროკურორი თავისუფლების 26-დღიან აღკვეთას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ სასჯელის ვადად 12 დღე განსაზღვრა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დანიაში 2019 წლიდან ცხოვრობს, თავდასხმის მომენტში კი ის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მამაკაცის თქმით, არ იცოდა, რომ მსხვერპლი დანიის პრემიერ-მინისტრი იყო.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, მომხდარს პოლიტიკური მოტივი არ აქვს.
,,არაფერი მიუთითებს პოლიტიკურ მოტივზე,” - განუცხადა ადვოკატმა კოპენჰაგენის სასამართლოს.
მეტე ფრედერიქსენმა დღეისთვის ჩანიშნული ყველა ოფიციალური ღონისძიება გააუქმა.
დანიის პრემიერ-მინისტრს კოპენჰაგენის ცენტრში თავს გუშინ დაესხნენ.