ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები.
„ისლანდია ცალსახად გმობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს” საქართველოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ხმის მიცემისთვის 73 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა, მათ შორის 71 ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ერთი - მოსკოვში, ე.წ.“სამხრეთ ოსეთის“ საელჩოში და ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ „საკონსულოში“.
„არჩევნებისთვის“, საერთო ჯამში, 40 000 „ბიულეტენი“ დაიბეჭდა. „საარჩევნო უბნები“ 20:00 საათზე დაიხურა.
Iceland unequivocally condemns the sham "parliamentary elections" in Georgia’s occupied South Ossetia. Russia must live up to its obligations under the 2008 cease-fire agreement, withdraw its occupation forces from 🇬🇪 and respect its sovereignty and territorial integrity.
— MFA Iceland 🇮🇸 (@MFAIceland) June 9, 2024