ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი ანთაძე არ გამორიცხავს, რომ სიტუაციის მეტად დაძაბვის მიზნით, რუსეთმა სხვადასხვა დივერსიული ჯგუფი აამოქმედოს

ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი, გიორგი ანთაძე TV24-თან ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის შესაძლო სცენარებზე საუბრობს.

მისი აზრით, ყველაზე რადიკალურ სცენარის მიხედვით, მოსალოდნელია რუსული სამხედრო ძალების ჩართულობა, თუმცა მისივე განმარტებით, გაცილებით რეალისტური იქნება ვითარების გამწვავების შემთხვევაში, სიტუაციის მეტად დაძაბვის მიზნით, რუსეთმა სხვადასხვა დივერსიული ჯგუფი აამოქმედოს.

„ყველაზე რადიკალურ სცენარში, რაზეც ამერიკელი მიმომხილველები, ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას, გულისხმობს შემდეგს - ისე დაიძაბოს სიტუაცია, რომ მოხდეს გარკვეული სამხედრო ძალების ჩართულობა რუსეთისგან, თუნდაც ვიღაც მისი მოქალაქეების დაცვის მოტივით ან ა.შ. თუმცა მე ვფიქრობ, ამაზე უფრო მაღალი ალბათობის სცენარი არის ის, რომ სიტუაციის განსაკუთრებულად გამწვავების შემთხვევაში, სხვადასხვა დივერსიული და სპეციალური ჯგუფი ჩაერთოს პროცესებში და მოხდეს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება იმისთვის, რომ რუსეთმა მაქსიმალურად შეძლოს თავისი ინტერესების რეალიზაცია“ - აცხადებს გიორგი ანთაძე.

მკვლევარი ასევე ფიქრობს, რომ დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, ხელისუფლება ამზადებს ალტერნატივას და ეს შესაძლოა ჩინეთი აღმოჩნდეს.

გიორგი ანთაძის თქმით, მმართველი ძალა შეეცდება დასავლეთიდან შეწყვეტილი ფინანსური და მატერიალური დახმარების, კრედიტიზაციისა და ფინანსური დახმარების ჩინური ინვესტიციებით ჩანაცვლებას.