ლიეტუვაში ევროპარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. ხმების დათვლის შედეგად, „სამშობლოს კავშირი – ქრისტიან-დემოკრატებმა 20,92 პროცენტი და სამი მანდატი მიიღეს. ბრიუსელში მუშაობას გააგრძელებენ ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნიავიჩინე და სეიმის ვიცე-პრეზიდენტი პაულიუს საუდარგასი. მეორე ადგილზეა ლიეტუვის სოციალ-დემოკრატიული პარტია. მემარცხენე პოლიტიკურმა ძალამ ორი მანდატი მიიღო. სოციალ-დემოკრატებს ბრიუსელში ვილია ბლინკიავიჩიუტე და ვიტიანის პოვილას ანდრიუკატისი წარმოადგენენ.
მესამე ადგილზეა ლიეტუვის გლეხთა და მწვანეთა კავშირი 8,96 პროცენტით და ერთი მანდატით. ევროპარლამენტში მუშაობას სეიმის წევრი, აურელიუს ვერიგა გააგრძელებს.
თავისუფლების პარტიამ 7,93 პროცენტი მიიღო. მას ბრიუსელში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დაინიუს ჟალიმასი წარადგენს.
დემოკრატთა კავშირმა „ლიუტუვის სახელისთვის“ 5,84 პროცენტი დააგროვა. პარტიიდან ევროპარლმენტის წევრი ვირჯინიუს სინკევიჩიუსი გახდება, რომელიც ახლა ევროკომისარია.
,,ხალხისა და სამართლიანობის კავშირმა" 5,35 პროცენტი დააგროვა. ,,ლიბერალურმა მოძრაობამ" 5,30 პროცენტი მოიპოვა და ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსი მუშაობას ევროპარლამენტში გააგრძელებს.
დარჩენილმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში, ვერ გადალახეს საჭირო ბარიერი და ვერ მიიღეს მანდატები.