ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ სამყურში 70 წლამდე კაცი, სანადირო თოფით დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ მაშინ მოხდა, როცა კაცი თოფს წმენდდა.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციითვე, დაშავებულს გამავალი ჭრილობა გულ–მკერდის არეში აქვს მიყენებული და მას ოპერაცია უტარდება.