ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება.
მისი თქმით, აშშ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო არჩევნებს გმობს.
„შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯიმ ო’ბრაიენი X-ზე.
The United States condemns and will not recognize sham parliamentary elections in Russia-occupied South Ossetia being conducted without Georgia's consent. We fully support Georgia's territorial integrity and sovereignty within its internationally recognized borders.
— Assistant Secretary Jim O'Brien (@StateEUR) June 10, 2024