თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰალმ ალიევმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას შუა დერეფნის განვითარებაზე.
ერდოღანმა და ალიევმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის ენერგეტიკის, სატრანსპორტო, ეკონომიკური, სავაჭრო კავშირების გაფართოება, თავდაცვის, სამხედრო-სამრეწველო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.