ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შალვა პაპუაშვილი: დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას

დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე დემონსტრანტებს მოუწოდებენ მთავრობის ადმინისტრაციის ან პარლამენტის შენობის პიკეტირებისკენ, რაც თავის მხრივ კანონდარღვევაა.

„ერთადერთი მიზანი აქვს ხოლმე ასეთ მოწოდებას, რომ მოახდინონ ძალადობის ინსპირირება და შემდეგ ვხედავთ შედეგები რაც იყო, დაზიანდა 8 პოლიციელი, ყველა მათგანის ჰოსპიტალიზაცია იყო საჭირო და ერთს დასჭირდა ოპერაცია და დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.