ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შოთა შალელაშვილი: ლარის გაუფასურების მიზეზები ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ

ლარის გაუფასურების მიზეზები ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ, ლარის გაუფასურებას პოლიტიკოსების არასწორი რიტორიკაც ემატება, - ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეკონომიკური პოლიტიკა ცვლილებებს ითხოვს.

,,გარდა ამისა, ეროვნული ბანკი შემჩნეულია, რომ არჩევნების წინ განსაკუთრებით ეხსნება ხოლმე რეზერვების ხარჯვის მადა, რასაც უკვე პოლიტიკური სუნი ასდის. ეკონომიკური პოლიტიკა ცვლილებებს ითხოვს. ბიზნესზე კონტროლის შენარჩუნებაც სურთ და თან უნდათ რომ ეკონომიკაც ვითარდებოდეს, მაგრამ ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. კონტროლი პოლიტიკურ სპექტრზე, სასამართლოზე, პროკურატურაზე, ბიზნესზე და ა.შ. - ეს ფაქტორების ისეთი თაიგულია, რაც ვერაფრით ვერ წაახალისებს ინვესტიციების მოზიდვას. ლარის გაუფასურების ორი მიზეზი შეგვიძლია გამოვკვეთოთ: ნაკლებად ფუნდამენტურ მიზეზს მიეკუთვნება მოლოდინები, მოსახლეობის განწყობა, რომ მომავალში ვითარება უფრო დამძიმდება. შესაბამისად, ხალხი იმარაგებს დოლარსა და ევროს, როგორც უფრო სანდო ვალუტას. მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ლარი გაუფასურდება, ლარს აუფასურებს დღეს, ხოლო ფუნდამენტური მიზეზი ის არის, რომ შემცირებულია დოლარის შემოსვლა როგორც ტურიზმიდან, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამას ემატება მოსახლეობისთვის გაცემული სოციალური დახმარებები, რაც ქვეყანაში ზრდის ლარის მასას და შესაბამისად, აუფასურებს კიდეც",- წერს შოთა შალელაშვილი.