ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზურაბიშვილი: ქარტიაში წერია, რომ გააუქმებს ყველა „რუსულ კანონს“

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ე.წ ოფშორების კანონი და ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი - სამივე არის „რუსული კანონი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ქარტიაში“ წერია, რომ ყველა „რუსული კანონი“ გაუქმდება.

„რაც შეეხება ახალ კანონებს: ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ე.წ ოფშორების კანონი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი სამივე არის „რუსული კანონი“. ამის წინააღმდეგ ცალ-ცალკე ბრძოლა არ იქნება სწორი, რადგან ამით მთელი ენერგია დაიხარჯება, რომელიც უნდა გადავიდეს არჩევნებზე. სწორედ, ხელისუფლების ტაქტიკაა, გადაგვიყვანოს სხვადასხვა საკითხებზე და არა მთავარზე, რომელიც არის არჩევნებისთვის მომზადება. ქარტიაში წერია, რომ გააუქმებს ყველა „რუსულ კანონს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.