რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის - მე ვერ შევხვდები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მან სურვილი გამოთქვა, რომ ევროპული პარლამენტების კომიტეტის თავმჯდომარეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიების შემდეგ ჩამოსულიყვნენ, თუმცა როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ მისი რჩევა არ გაითვალისწინეს.