ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გრიგოლ ლილუაშვილი: ძნელია თეთრი სახლის რომელიმე ჩინოვნიკის მიერ განცხადებული სიტყვიერი ინფორმაციის საფუძველზე ფარცხალაძეს ან ნებისმიერ პირს წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში

თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ გაძლევს საშუალებას, ძნელია თეთრი სახლის რომელიმე ჩინოვნიკის მიერ განცხადებული სიტყვიერი ინფორმაციის საფუძველზე ფარცხალაძეს ან ნებისმიერ პირს წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, მძიმე დანაშაულში სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, პირზე ბრალის წაყენება, მოითხოვს სტანდარტის უმაღლეს დონეს.

„საქართველოში მოქმედებს მტკიცებულებათა გამოძიების უმაღლესი სტანდარტი, სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპი მიდის და იქ პოზიციების დაცვა უწევს. ასეთ მძიმე დანაშაულში სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება, პირზე ბრალის წაყენება, მოითხოვს სტანდარტის უმაღლეს დონეს. თუკი ეს სტანდარტი არა გაქვს, მტკიცებულებათა ერთობლიობა თუ არ გაძლევს ამის საშუალებას, ძალიან ძნელია ამ გზაზე წახვიდე და ფარცხალაძეს ან ნებისმიერ პირს თეთრი სახლის რომელიმე ჩინოვნიკის მიერ განცხადებული სიტყვიერი ინფორმაციის საფუძველზე წაუყენო ბრალი ჯაშუშობაში. ეს არის წარმოუდგენელი.

წერილობით უამრავი შეკითხვაა გაგზავნილი როგორც გენერალური პროკურატურისგან, ასევე, იუსტიციის სამინისტროსგან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და პასუხი არ მოგვივიდა. ეს ჩაითვალა იმ გარემოებად, რომ განცხადებას ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რამე სამხილი ყოფილიყო და მათ ჩვენთვის არ გაეზიარებინათ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.