ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა

მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც საელჩოში აცხადებენ, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები.